ჩინური ავტომობილები

გაეცანით GWM-ის მოდელებს - აირჩიეთ თქვენი შემდეგი ავტომობილი

Great Wall Motor ჩინურ ავტოწარმოებაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელია. თითქმის 50-წლიანი ისტორიის განმავლობაში გაყიდულია ბრენდის მილიონობით ავტომობილი 170-ზე მეტ ქვეყანაში. დღეისთვის აერთიანებს ათასობით შოურუმს და ფლობს ქარხნებს ჩინეთში, ტაილანდში, ბრაზილიასა და გერმანიაში.

კომპანია მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის თანამედროვე SUV-ებს, პრემიუმ Off-Road მოდელებისა და პიკაპების ფართო არჩევანს სთავაზობს.

2026 წლიდან იხსნება GWM-ის ოფიციალური ავტო ცენტრი თბილისში. დღეს უკვე ყველას შეუძლია მთელს მსოფლიოში პოპულარული ჩინური ავტომობილების ადგილზე ოფიციალური, ქარხნული გარანტიით შეძენა.

რას სთავაზობს მომხმარებელს GWM-ის ქართული წარმომადგენლობა?

GWM საქართველოს სამოდელო რიგში ამჟამად წარმოდგენილია ახალი ჩინური ავტომობილები HAVAL-ის, TANK-ისა და POER-ის ხაზიდან. თითოეული მოდელი სპეციალურად შეირჩა ისე, რომ კატალოგმა სრულად დააკმაყოფილოს სხვადასხვა ცხოვრების სტილისა და პრიორიტეტების მომხმარებელი.

ვებსაიტზე შეგიძლიათ შეადაროთ მოდელები, გაეცნოთ დეტალურ აღწერებს და შეარჩიოთ ავტომობილი, რომელიც მაქსიმალურად ოპტიმალურად ერგება თქვენს მოთხოვნებს. ხოლო თუ არჩევანში დარწმუნებული არ ხართ - ყოველთვის შეგიძლიათ დაჯავშნოთ ტესტ-დრაივი და პრაქტიკაში გამოსცადოთ ნებისმიერი მოდელი.

HAVAL JOLION

HAVAL JOLION

კომპაქტური საოჯახო SUV ქალაქში მოხერხებულად გადაადგილებისთვის
ძრავა1.5 ტურბო ბენზინი, 105–110 კვტ
წამყვანი2WD ან 4WD (ვერსიის მიხედვით)
მართვის რეჟიმებიSTD / ECO / Sport / Snow
მულტიმედია12.3-დიუმიანი სენსორული ეკრანი, CarPlay / Android Auto
კომფორტიტყავის გათბობადი სავარძლები, ორზონიანი კლიმატკონტროლი, უსადენო დამტენი, პანორამული ლუქი
უსაფრთხოებაავტომატური საგანგებო დამუხრუჭება (AEB), ადაპტიური კრუიზ-კონტროლი, ზოლის შენარჩუნება (LKA), ბრმა ზონის მონიტორინგი, 360° ხედვის კამერა
გარანტია5-წლიანი ქარხნული გარანტია
HAVAL H6

HAVAL H6

საშუალო ზომის ოჯახური SUV, შექმნილი მართვის გაუმჯობესებული გამოცდილებისთვის - მძლავრი 4WD ბენზინი ან ეკონომიური ჰიბრიდი
ICE 2.0 4WD DELUXE2.0 ტურბო ბენზინი, 175 კვტ, 380 ნმ, 9-საფეხურიანი DCT, სრული წამყვანი, 8,3 ლ/100 კმ, მაქს. სიჩქარე 200 კმ/სთ - 25 000 $
HEV 2WD DELUXE1.5 ტურბო ჰიბრიდი, 113 კვტ, 380 ნმ, 9-საფეხურიანი DCT + HEV DHT, წინა წამყვანი, 5,2 ლ/100 კმ, ერთი პედლით მართვა და რეგენერაციული დამუხრუჭება
მულტიმედია14.6" ფერადი სენსორული ეკრანი, 10.25" ციფრული ინსტრუმენტების პანელი, Android Auto, ხმოვანი მართვა (2 ზონა), 8 დინამიკი
კომფორტიგათბობადი ეკო-ტყავის საჭე, წინა სავარძლების ვენტილაცია, ორზონიანი კლიმატკონტროლი, მძღოლის 6-მიმართულებიანი ელექტრო სავარძელი მეხსიერებით, უსადენო დამტენი, ელექტრო საბარგული
უსაფრთხოებაAEB (ქვეითისა და ველოსიპედისტის ამოცნობით), FCW, LKA, ბრმა ზონის კონტროლი, 360° პანორამული კამერა, RCTA, DOW, მძღოლის დაღლილობის მონიტორინგი
გარანტია5-წლიანი ქარხნული გარანტია
GWM TANK 300

GWM TANK 300

ნამდვილი Off-Road-ისთვის გათვლილი 4×4, რომელიც ამავდროულად ქალაქშიც კომფორტულად გადაადგილდება
ძრავა2.0 ტურბო ბენზინი - 220 ცხ.ძ / 380 ნმ ან 2.0 ტურბო ჰიბრიდი - 350 ცხ.ძ / 648 ნმ
ოფროუდ აღჭურვილობაწინა და უკანა დიფერენციალის ელექტრო საკეტები, CRAWL CONTROL, მართვის რეჟიმები ყველა ტიპის რელიეფისთვის, შასის დამცავი ფარები
მულტიმედიაორი 12.3-დიუმიანი ეკრანი, Apple CarPlay / Android Auto, 9 Infinity® დინამიკი
კომფორტიტყავის სავარძლები გათბობით და ვენტილაციით, მასაჟის ფუნქცია, გათბობადი საჭე, ლუქი, 64-ფერიანი ატმოსფერული განათება, უსადენო დამტენი
უსაფრთხოება360° კამერა, ავტომატური პარკირება, ავტომატური საგანგებო დამუხრუჭება (AEB), ადაპტიური კრუიზ-კონტროლი, ზოლის შენარჩუნება, ბრმა ზონის კონტროლი, 6 აირბაგი
გარანტია5-წლიანი ქარხნული გარანტია
GWM TANK 400 PHEV

GWM TANK 400 PHEV

Plug-in ჰიბრიდული Off-Road ჯიპი მათთვის, ვისაც სჭირდება სანდო ავტომობილი როგორც ქალაქში, ისე ქალაქგარეთ თავგადასავლებისთვის
ელექტრო სვლის მარაგი110 კმ - ქალაქში ყოველდღიური გადაადგილება პრაქტიკულად საწვავის გარეშე
გამავლობა235 მმ კლირენსი და 800 მმ-მდე წყლის დაბრკოლების გადალახვა - რეალური ოფროუდ შესაძლებლობები
ოფროუდ აღჭურვილობაწინა და უკანა დიფერენციალის ბლოკირებები, CRAWL CONTROL, U-TURN ASSIST (ადგილზე მოტრიალება), ინტელექტუალური მართვის სისტემა
მულტიმედია16.2-დიუმიანი მულტიმედია ეკრანი, 12.3-დიუმიანი ციფრული პანელი, ფერადი W-HUD პროექცია მინაზე, Apple CarPlay / Android Auto, 10 დინამიკი
კომფორტიპრემიუმ NAPPA ტყავის სავარძლები გათბობით და ვენტილაციით, მასაჟისა და მეხსიერების ფუნქცია, პანორამული ლუქი, ორზონიანი კლიმატკონტროლი, ორმაგი ხმის იზოლაციის მინები, ორი ტელეფონის უსადენო დამტენი ვენტილაციით, 220V სოკეტი საბარგულში, LED ატმოსფერული განათება
უსაფრთხოება540° HD ხედვის კამერა, სრულად ავტომატური პარკირება, AEB ქვეითის ამოცნობით, ადაპტიური კრუიზ-კონტროლი ACC+, HIGHWAY ASSIST, TRAFFIC JAM ASSIST, ზოლის შენარჩუნება, ბრმა ზონის მონიტორინგი, ESP 9.3, HDC/HHC, 7 აირბაგი, ავტომობილის ლოკაციის სისტემა ქურდობის შემთხვევაში
გარანტია5-წლიანი ქარხნული გარანტია
GWM TANK 500

GWM TANK 500

ბიზნეს-კლასის 7-ადგილიანი SUV, შეფასებული ANCAP-ის მაქსიმალური 5 ვარსკვლავით
მართვის რეჟიმები11 მართვის რეჟიმი და სრული 4×4 - Sport, Sand, Rock, Snow, Mud, Expert და სხვ.
ოფროუდ აღჭურვილობაCRAWL MODE, TURNING ASSIST, ოფროუდ კრუიზ-კონტროლი, 224 მმ კლირენსი
მულტიმედია14.6-დიუმიანი სენსორული ეკრანი, 12.3-დიუმიანი ციფრული პანელი, W-HUD, CarPlay / Android Auto, 12 დინამიკი
კომფორტიNAPPA ტყავის სავარძლები გათბობით, ვენტილაციითა და მასაჟით, მრავალზონიანი კლიმატკონტროლი, ელექტრო გვერდითი საფეხურები, პანორამული ლუქი, უსადენო დამტენი
უსაფრთხოება360° ხედვის კამერა, ავტომატური პარკირება, ავტომატური საგანგებო დამუხრუჭება (AEB), ადაპტიური კრუიზ-კონტროლი, ზოლის შენარჩუნება, ბრმა ზონის კონტროლი
გარანტია5-წლიანი ქარხნული გარანტია
GWM POER

POER PICK-UP

ორკაბინიანი გამძლე პიკაპი, რომელიც მძიმე დატვირთვას მარტივად უმკლავდება
წევა და ტვირთამწეობა3 000 კგ-მდე მისაბმელის წევა და 1 050 კგ ტვირთამწეობა
მართვის რეჟიმებიStandard / Eco / Sport + 4L (Passenger) • 4L (Commercial)
მულტიმედია9-დიუმიანი სენსორული ეკრანი, Apple CarPlay / Android Auto, ხმოვანი მართვა, 6 დინამიკი, USB პორტები წინა და უკანა მგზავრებისთვის
კომფორტიტყავის სავარძლები გათბობით, მძღოლის 6-მიმართულებიანი ელექტრო სავარძელი, მრავალფუნქციური საჭე, ავტომატური კლიმატკონტროლი, უსადენო დამტენი, დისტანციური დაქოქვა
უსაფრთხოება360° ხედვის კამერა, პარკირების სენსორები, ავტომატური საგანგებო დამუხრუჭება (AEB), ადაპტიური კრუიზ-კონტროლი, ზოლის შენარჩუნება, ბრმა ზონის მონიტორინგი, BOSCH-ის 9.3 თაობის ESP, აღმართზე დაძვრის ასისტენტი, TPMS
გარანტია3-წლიანი ქარხნული გარანტია

თუ გაინტერესებთ ჩინური ჯიპების ფასი, შეგიძლიათ დეტალებს მოდელების ინდივიდუალურ გვერდებზე გაეცნოთ. ან დაგვიკავშირდით და ჩვენი წარმომადგენელი დაგეხმარებათ ბიუჯეტის შესაბამისად ოპტიმალური მოდელის შერჩევაში.

რატომ ირჩევენ მძღოლები GWM-ის ჩინურ ავტომობილებს?

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინური ავტომობილების ბრენდები მსოფლიო ავტოინდუსტრიის სათავეში მოექცნენ. 1984 წელს დაარსებული ჰოლდინგი GWM (Great Wall Motor) ამ ტრანსფორმაციის ფუძემდებელი იყო. 1997 წელს GWM გახდა ერთ-ერთი პირველი ბრენდი, რომელმაც ავტომობილების ჩინეთიდან ექსპორტი დაიწყო. დღეს კი SUV-ებისა და პიკაპების სეგმენტში ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია, საკუთარი კვლევისა და განვითარების ცენტრებით, წარმოებითა და გლობალური სერვისის ქსელით.

Great Wall Motors-ის წარმოება სამ მთავარ საყრდენზე დგას: ტექნოლოგია, უსაფრთხოება და გამჭვირვალობა. ხაზში ბენზინის ძრავებთან ერთად ხშირად წარმოდგენილია ალტერნატიული ჰიბრიდული მოდელები, მათთვის ვინც უფრო ინოვაციურ და ეკო-მეგობრულ ვარიანტებს ეძებს, მათ შორის HAVAL H6-ის ჰიბრიდული ვარიანტი და GWM TANK 400 PHEV.

GWM-ის კატალოგი ისეა აწყობილი, რომ თითოეულმა მომხმარებელმა შეძლოს პირადი საჭიროებებისა და მოთხოვნების შესაბამისად მაქსიმალურად ოპტიმალური ვარიანტი იპოვოს. HAVAL-ის უნივერსალური მოდელები გათვლილია ქალაქში კომფორტულად და ეკონომიურად მოძრაობაზე. TANK-ის მომხმარებლები დიდწილად ისინი არიან, ვისთვისაც გამძლეობა და მოქნილობაა ყველაზე მნიშვნელოვანი და ქალაქგარეთაც ხშირად სჭირდებათ ავტომობილი. ხოლო POER კი ძირითადად მათთვისაა, ვისთვისაც ავტომობილი არა მხოლოდ გადაადგილებისთვის, არამედ მძიმე სამუშაოს შესასრულებლად სჭირდება.

გახდით GWM-ის ჩინური ავტომობილის მფლობელი მარტივად - ისარგებლეთ დაფინანსების მოქნილი პირობებით

GWM Georgia გთავაზობთ დაფინანსების რამდენიმე გზას. ხელმისაწვდომია ავტომობილები განვადებით, ლიზინგით, Trade-In-სა და BuyBack პროგრამებით. ჩვენი მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერები დაგეხმარებიან, სასურველი მოდელისთვის ოპტიმალური სქემის შერჩევაში.

პირობები სრულად გამჭვირვალეა - ყოველთვის ზუსტად იცით, რას ყიდულობთ, რა ღირს ფლობა და რა პირობები ახლავს გარანტიასა და სერვისს. ავტომობილის განვადებით შეძენის შემთხვევაში, ყველა პირობა ფიქსირებული და ნათელია პირველადი შენატანიდან ბოლო გადახდამდე.

თანამედროვე ჩინური ავტომობილები მწარმოებლის ოფიციალური გარანტიით

GWM-ის ოფიციალური ავტო ცენტრი თბილისში მომსახურების სრულ ეკოსისტემას გთავაზობთ - დეტალური კონსულტაციით დაწყებული ყიდვის შემდგომ ავტომობილის სრული მხარდაჭერით დასრულებული.

ოფიციალური წარმომადგენლობის შოურუმში მანქანის ყიდვა გულისხმობს 5 წლამდე ქარხნულ გარანტიას, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და პროფესიონალური ტექნიკურ მომსახურებას. Great Wall Motors-ის მანქანის ყიდვა ერთჯერადი გარიგება კი არა, გრძელვადიანი პარტნიორობის დასაწყისია: კომპანია მომხმარებელთან ურთიერთობას გაყიდვით არ ამთავრებს. ფლობის მთელი პერიოდის განმავლობაში გვერდით დაგიდგებათ.

საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ავტომობილების ყიდვა ოფიციალურ წარმომადგენელთან ყველაზე უსაფრთხო არჩევანია. რაიმე წუნის შემთხვევაში, მომსახურებაზე პასუხისმგებელი თავად მწარმოებელია, დაზიანებული დეტალების ჩანაცვლება ავთენტური სათადარიგო ნაწილებით ხდება, სერვისის ისტორია ინახება და ავტომობილის ღირებულება მეორად ბაზარზეც უფრო მაღალია, რადგან გამოცდილი ტექნიკური გუნდი მანქანას მაქსიმალურად ოპტიმალურ მდგომარეობას უნარჩუნებს.

გახდით GWM-ის ახალი ჩინური ავტომობილის მფლობელი საუკეთესო პირობებით

გიჭირთ იმის გადაწყვეტა, რომელი მოდელი მოერგება თქვენი ცხოვრების წესს ყველაზე კომფორტულად? საუკეთესო გზა არჩევანის გასაკეთებლად ავტომობილის პრაქტიკაში გამოცდაა.

დაჯავშნეთ ტესტ დრაივი ონლაინ და რეალური გამოცდილების საფუძველზე შეაფასეთ, როგორ გრძნობთ თავს ნებისმიერი მოდელის საჭესთან.

GWM საქართველოში ჩინური ავტომობილების ახალ ეპოქას იწყებს. გლობალური ჰოლდინგის გამოცდილება, ადგილობრივი სერვისი და გამჭვირვალე პირობები, რომლებიც მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული - თქვენი მომავალი HAVAL, TANK ან POER უკვე ადგილზეა და გელოდებათ.

GWM Georgia

დატოვე შენი საკონტაქტო მონაცემები და ჩვენი გუნდი უმოკლეს დროში დაგიკავშირდება.

გმადლობთ!

თქვენი მოთხოვნა წარმატებით გაიგზავნა. მალე დაგიკავშირდებით დეტალებისთვის.