ჩვენი პასუხისმგებლობა თქვენ წინაშე არ სრულდება შეძენით

GWM-ში ჩვენ ვზრუნავთ, რომ ყოველი მგზავრობა იყოს უსაფრთხო, კომფორტული და ყოველგვარი ზედმეტი დატვირთვის გარეშე. სწორედ ამიტომ შევქმენით საგარანტიო პროგრამა როგორც ჩვენი მომხმარებლებისადმი ზრუნვისა და მაღალი სტანდარტების გამოხატულება.

01 · მოქმედების ვადა

საგარანტიო პირობები მოდელების მიხედვით

გარანტია ვრცელდება იმის მიხედვით, თუ რომელი ვადა დადგება უფრო ადრე (გარბენი თუ დროის პერიოდი.)

TANK · HAVAL
5 წელი
150,000 კმ

გარანტია ვრცელდება ახალი მოდელების ძირითად აგრეგატებზე

ძრავი გადაცემათა კოლოფი ხიდები ელექტროობა / მართვის ბლოკები სათადარიგო ნაწილები
POER
3 წელი
100,000 კმ-მდე

გარანტია ვრცელდება ძირითად აგრეგატებზე იმავე პრინციპით

ძრავი გადაცემათა კოლოფი ხიდები ელექტროობა / მართვის ბლოკები სათადარიგო ნაწილები
5 წლიანი გარანტია ვრცელდება PHEV მოდელების შემთხვევაშიც
02 · საგარანტიო პირობა

რას იძლევა გარანტია

ბრენდი GWM (Great Wall Motors) იძლევა გარანტიას, რომ უფასოდ შეაკეთებს ან შეცვლის ნებისმიერ კომპონენტს, რომელიც დეფექტური აღმოჩნდება მასალის ხარისხის ან წარმოების პროცესის გამო - გარანტიის პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად.

წუნის ან გაუმართაობის გამოვლენის შემთხვევაში, GWM უზრუნველყოფს ავტორიზებული დილერის მიერ საჭირო შეკეთების უსასყიდლოდ განხორციელებას, სანამ პრობლემა სრულად არ გამოსწორდება.

Premium GWM TANK SUV
03 · ტექნიკური მომსახურება

გეგმიური სერვისი და ცვეთადი დეტალები

ავტომობილის მესაკუთრე ვალდებულია დაიცვას მწარმოებლის მიერ განსაზღვრული გეგმიური სერვისის მომსახურების პირობები. ავტომობილის ნებისმიერი მომსახურება უნდა განხორციელდეს მხოლოდ GWM-ის ავტორიზებულ სერვისცენტრში.

!

მნიშვნელოვანია: არაავტორიზებულ სერვისცენტრში ჩატარებული ტექნიკური სამუშაოები იწვევს ავტომობილის საგარანტიო პირობის ავტომატურ გაუქმებას.

ცვეთადი დეტალები, რომლებიც ინდივიდუალურ საჭიროებას წარმოადგენს და გარბენის ან ცვეთის ხარისხის მიხედვით იცვლება მომხმარებლის მიერ, საგარანტიო პირობით არ იფარება:

ძრავის სანთლები სამუხრუჭე ხუნდები საქარე მინის საწმენდები ანტიფრიზი გადაბმულობის დისკი და ქურა დამცავი საფარები ნათურები ზეთ-ცხიმები საბურავები
04 · გამონაკლისები

რას არ ფარავს საგარანტიო სერვისი

ქვემოთ მოცემულია არასრული ჩამონათვალი, მწარმოებელი ანალოგიურ გარემოებებსაც განიხილავს როგორც წარმოების მიღმა გამოწვეულ ზიანს.

01არასწორი ექსპლუატაციით გამოწვეული დაზიანებები
  • გადაჭარბებული დატვირთვა
  • არასწორი ან არადანიშნულებისამებრ გამოყენება
02გეგმიური ტექნიკური მომსახურების სამუშაოები
  • გარანტია არ ფარავს ცვეთად ნაწილებს
03ბუნებრივი ცვეთა
  • რეზინის დეტალების ბუნებრივი ცვეთა
  • სალონის შიდა მასალების ცვეთა
  • უმნიშვნელო ხმაური და ვიბრაცია, თუ ეს გავლენას არ ახდენს ავტომობილის მუშაობაზე
04გარეშე ფაქტორებით გამოწვეული დაზიანებები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა, ქურდობა, ხანძარი, დატბორვა, სტიქიური მოვლენები
  • უხარისხო ან შეუსაბამო საწვავი და სითხეები · არაორიგინალი ნაწილები
  • არაოფიციალური აქსესუარები, მოწყობილობები ან სერვისში შეკეთება
05სხვა შემთხვევები
  • საგარანტიო პირობა არ გავრცელდება იმ შემთხვევაში თუ ფიქსირდება გარბენის ქარხნული მონაცემის ცვლილება
  • საღებავის დაზიანება ქვიშის, ხრეშის ან საგზაო ზემოქმედების შედეგად
05 · მომხმარებლის როლი

მომხმარებლის პასუხისმგებლობა

საიმედო მუშაობისა და აქტიური საგარანტიო სტატუსის შესანარჩუნებლად, აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:

ავტომობილი გამოიყენოს მწარმოებლის ინსტრუქციების შესაბამისად

გაუმართაობის აღმოჩენისთანავე დროულად მიმართოს ოფიციალურ სერვისცენტრს

გეგმიური ტექნიკური მომსახურება ჩაატაროს დადგენილ ვადებში და გარბენის შესაბამისად

არ განახორციელოს არასანქცირებული მოდიფიკაცია ან კონსტრუქციული ცვლილებები

გამოიყენოს მხოლოდ მწარმოებლის მიერ რეკომენდებული საწვავი, ზეთები და სითხეები

არ გამოიყენოს ავტომობილი იმგვარად, რაც შეიძლება გახდეს დაზიანების მიზეზი (გადატვირთვა, სპორტული გამოყენება და ა.შ.)

ყოველთვის მოითხოვოს და შეინახოს ტექნიკური მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტები

დაიცვას მოვლა-ექსპლუატაციის წესები მომხმარებლის სახელმძღვანელოს მიხედვით

GWM Georgia

დატოვე შენი საკონტაქტო მონაცემები და ჩვენი გუნდი უმოკლეს დროში დაგიკავშირდება.

გმადლობთ!

თქვენი მოთხოვნა წარმატებით გაიგზავნა. მალე დაგიკავშირდებით დეტალებისთვის.