ჰიბრიდული ავტომობილები

25 აგვისტო, 2026

HAVAL H6 HEV ჰიბრიდული SUV წინიდან - რადიატორის ცხაური და LED ფარები

ჰიბრიდული ავტომობილები დღეს საქართველოში მზრდადი პოპულარობით სარგებლობს. მომხმარებლებში მაღალია ინტერესი მოდელებისადმი, რომლებიც მძღოლებს შიდა წვის ძრავისა და ელექტრო სისტემის უპირატესობებს ერთდროულად სთავაზობს. 

ჰიბრიდის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი სტანდარტულ ძრავასთან შედარებით საწვავის ეკონომიური მოხმარებაა. თუმცა ოპტიმალური მოდელის შერჩევისას არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი დეტალები, როგორც: ავტომობილის ზომა, სისწრაფე, კლირენსი (მანძილი ავტომობილის ყველაზე დაბალ წერტილსა და გზას შორის), უსაფრთხოების სისტემები, მულტიმედია და ა.შ. 

ავტომობილის სწორად შესარჩევად, პირველ რიგში დეტალურად გაეცანით ჰიბრიდული მანქანების ტექნიკურ მახასიათებლებს, შემდეგ კი დაჯავშნეთ ტესტ დრაივი GWM.ge ვებსაიტიდან. არჩეული მოდელის პრაქტიკაში გამოცდა საუკეთესო გზაა დარწმუნდეთ, რომ ავტომობილი ნამდვილად ერგება თქვენს მოთხოვნებს.

HAVAL H6 HEV ჰიბრიდული ავტომობილი გზაზე მზის ჩასვლისას
ჰიბრიდული ავტომობილები საქართველოში მზარდი პოპულარობით სარგებლობს

როგორ შევარჩიოთ ჰიბრიდული ავტომობილი? მთავარი კრიტერიუმები

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ რა გარემოში ატარებთ ავტომობილს და რამდენად ხშირად. მაგალითად მათთვის, ვინც ავტომობილს ძირითადად მხოლოდ სამსახურში წასასვლელად და წამოსასვლელად იყენებს, შესაძლოა ეკონომიურ წვას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს. მათთვის კი, ვინც დღის განმავლობაში რამდენჯერმე ჯდება საჭესთან და დიდ მანძილებს ფარავს, საწვავის მოხმარება როგორც წესი, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია.

გასათვალისწინებელია ისიც, რამდენი ადამიანი იმგზავრებს ავტომობილით. თუ ავტომობილი 4+ წევრიან ოჯახს უნდა მოემსახუროს, მათ შორის ბავშვებს, მაშინ სივრცე, კომფორტი და უსაფრთხოების სისტემები ერთი-ორად უფრო მნიშვნელოვანია.

თანამედროვე ჰიბრიდული ავტომანქანები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება წამყვანი სისტემებით, უსაფრთხოების პარამეტრებით, დამატებითი დეტალებით და გარანტიის პირობებითაც კი. ყველა ეს მახასიათებელი თქვენი პრიორიტეტების მიხედვით უნდა შეაფასოთ. უკვე შემდეგ კი გადაწყვიტოთ რამდენად შეგეფერებათ მანქანა.

შესაძლოა ჰიბრიდული მოდელი სულაც არ იყოს კონკრეტულად თქვენი საჭიროებებისთვის ყველაზე შესაფერისი არჩევანი. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებლად გაეცანით ახალ ჩინურ ავტომობილებს Great Wall Motors-ისგან, სადაც ამჟამად წარმოდგენილია HAVAL-ის, TANK-ისა და POER-ის სამოდელო რიგები. შესაძლოა თქვენი იდეალური ავტომობილი სულაც ისეთი მოდელი აღმოჩნდეს, რომელზეც აქამდე არ გიფიქრიათ.

HAVAL H6 HEV ჰიბრიდული SUV გვერდიდან დანახული
ჰიბრიდის შერჩევისას გაითვალისწინეთ ზომა, კლირენსი და ყოველდღიური საჭიროებები

რას სთავაზობს HAVAL H6 HEV მძღოლებს?

HAVAL H6 HEV საშუალო ზომის ოჯახური SUV-ია. ჰიბრიდული ავტომობილი აღჭურვილია 1.5-ლიტრიანი ტურბო ძრავითა და HEV ჰიბრიდული სისტემით. HEV სისტემის ელემენტი გარე დამტენიდან არ იტენება. ის ენერგიას ავტომობილის მოძრაობისას, მათ შორის რეგენერაციული დამუხრუჭების დროს, აგენერირებს. 

HAVAL H6 HEV მაგისტრალზე მოძრაობს - 1.5 ტურბო ჰიბრიდული ძრავა
H6 HEV 100 კილომეტრზე დაახლოებით 5,2 ლიტრ საწვავს მოიხმარს

H6 HEV მსგავსი ზომისა და მახასიათებლების შიდა წვის ავტო მოდელებთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებ საწვავს მოიხმარს. ჰიბრიდული ტიპის H6 მოდელი 100 კილომეტრზე დაახლოებით 5,2 ლიტრ საწვავს წვავს. შედარებისთვის, 2.0-ლიტრიანი შიდა წვის H6 იმავე მანძილზე დაახლოებით 8,3 ლ საწვავს მოითხოვს. ეს მაჩვენებელი მსგავსი მოდელებისთვის ინდუსტრიის საშუალო სტანდარტებში ჯდება.

HAVAL H6 HEV: ძირითადი მახასიათებლები

ძრავა
1.5 ტურბო HEV
წამყვანი სისტემა
2WD (2 წინა წამყვანი)
საწვავის მოხმარება
5,2 ლ/100 კმ
მულტიმედია ეკრანი
14,6 ინჩი
ციფრული მართვის პანელი
10,25 ინჩი
გარანტია
5 წელი
HAVAL H6 HEV-ის 14,6 დიუმიანი ეკრანი ჰიბრიდული სისტემის ენერგიის მართვის რეჟიმში
14,6-დიუმიანი ეკრანი ჰიბრიდული სისტემის ენერგიის ნაკადს რეალურ დროში აჩვენებს

H6 ჰიბრიდი აღჭურვილია რეგენერაციულ დამუხრუჭებისა და ერთი პედლით მართვის ფუნქციებითაც. სალონში ჩაშენებულია 14,6-დიუმიანი მულტიმედიური ეკრანი, 10,25-დიუმიანი ციფრული მართვის პანელი, უსადენო დამტენი და გათბობადი საჭე.

მათთვის, ვისაც მეტი სურს: H6 HEV დამატებითი მახასიათებლები

H6 საწვავის ეკონომიური მოხმარებასთან ერთად მძღოლებს სხვა მახასიათებლებითაც იზიდავს. ავტომობილი აღჭურვილია თანამედროვე დამხმარე სისტემებით და უსაფრთხოების უახლესი ფუნქციებით. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნია ავტომატური საგანგებო დამუხრუჭება, ზოლში შენარჩუნების სისტემა, 360° ხედვის კამერა, ადაპტიური კრუიზ კონტროლი და მძღოლის დაღლილობის მონიტორინგი. ეს ფუნქციები მძღოლის მიერ ავარიული სიტუაციის შექმნის რისკებს მინიმუმამდე ამცირებს.

HAVAL H6 HEV-ის 360 გრადუსიანი პანორამული კამერის სისტემა პარკირებისას
360° პანორამული კამერა და დამხმარე სისტემები ავარიული სიტუაციის რისკს ამცირებს

HAVAL H6 HEV: უსაფრთხოება და კომფორტი

უსაფრთხოება
AEB, LKA, ბრმა ზონის კონტროლი
ხედვა
360° პანორამული კამერა
მძღოლის დახმარება
ადაპტიური კრუიზ კონტროლი, დაღლილობის მონიტორინგი
კომფორტი
სავარძლების ვენტილაცია, თბობადი საჭე, ორზონიანი კლიმატკონტროლი
HAVAL H6 HEV-ის სალონი ყავისფერი სავარძლებითა და პანორამული ჭერით
სავარძლების ვენტილაცია, გათბობადი საჭე და ორზონიანი კლიმატკონტროლი

თუ გსურთ GWM-ის ავტომობილებს უფრო სიღრმისეულად გაეცნოთ, აუცილებლად გაეცანით ჩვენს ავტო ბლოგს, სადაც თავმოყრილია სამივე – HAVAL, TANK და POER – სამოდელო ხაზზე დამატებითი ინფორმაცია.

მათთვის, ვისაც უფრო მძლავრი მოდელი სჭირდება: TANK 400 PHEV

ამჟამად GWM-ის ქართული წარმომადგენლობის კატალოგში წარმოდგენილია კიდევ ერთი ჰიბრიდული მოდელი – TANK 400. თუმცა H6-ისგან განსხვავებით TANK 400 არა HEV, არამედ PHEV ჰიბრიდია. PHEV ნიშნავს Plug-in Hybrid Electric Vehicle, ანუ დამუხტვად ჰიბრიდულ ავტომობილს. HEV-ისგან განსხვავებით, ელემენტის დატენვა გარე ელექტროენერგიის წყაროდანაც შეიძლება. ასეთი ელემენტი, როგორც წესი, უფრო მძლავრია, ამიტომ PHEV-ს უფრო დიდი მანძილის დაფარვა შეუძლია ელექტროენერგიის გამოყენებით. 

კონკრეტულად TANK 400 PHEV-ს ელექტრო სვლით 110 კმ-მდე შეუძლია გაიაროს. თუ HAVAL H6 ძირითადად ქალაქში სიარულზეა გათვლილი, TANK 400-ს მთავარი დანიშნულება ოფროუდ მოძრაობაა. შესაბამისად, მოდელს აქვს მაღალი – 235 მმ – კლირენსი და შეუძლია 800 მმ-მდე სიღრმის წყლის საფარის გადალახვა.

TANK 400 PHEV: ძირითადი მახასიათებლები

სისტემა
PHEV
ელექტრო ელემენტის ხანგრძლივობა
110 კმ-მდე
კლირენსი
235 მმ
წყლის წინაღობის გადალახვა
800 მმ-მდე
გარანტია
5 წელი
TANK 400 PHEV დამუხტვადი ჰიბრიდი ქალაქგარეთ, ბუნებრივ რელიეფზე
TANK 400 PHEV-ს ელექტრო სვლით 110 კმ-მდე გავლა შეუძლია

რომელ ავტომობილში უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს დამოკიდებულია თქვენი ცხოვრების სტილსა და თანმდევ საჭიროებებზე. 

თუ ჰიბრიდული მოდელის შეძენაზე მხოლოდ იმიტომ ფიქრობთ, რომ შედარებით ნაკლებ საწვავს მოითხოვს, ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას და გაეცანით GWM-ის დანარჩენ მოდელებსაც. შესაძლოა ჰიბრიდი სულაც არ გჭირდებოდეთ და სხვა ეკონომიური ავტომობილები უკეთ აკმაყოფილებდეს თქვენს მოთხოვნებს.

რა დამატებითი უპირატესობა აქვს GWM-ში ჰიბრიდული ავტომობილის შეძენას?

GWM Georgia მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილის საფასურის დაფარვის რამდენიმე გზას. შესაძლებელია როგორც ფასის ერთიანად დაფარვა, ისე ჰიბრიდული მანქანების განვადებით შეძენა, ან კონკრეტული პერიოდით ლიზინგი. ასევე მოქმედებს Trade-In და BuyBack პროგრამებიც. 

ჩვენ კარგად გვესმის, რომ არჩევანის გაკეთებისას მომხმარებლისთვის ტექნიკური მონაცემების გარდა მნიშვნელოვანია შემდგომი საგარანტიო მომსახურებაც. HAVAL H6 HEV და TANK 400 PHEV მოდელებზე 5-წლიანი ქარხნული გარანტია მოქმედებს. GWM Georgia ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ამიტომ ავტომობილებზე პასუხისმგებელი თავად მწარმოებელი ქარხანაა. ეს უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სერვისსა და მუდმივ წვდომას ორიგინალ, ბრენდულ სათადარიგო ნაწილებზე.

ამჟამად, GWM Georgia-ს შეთავაზებები ძირითადად SUV, Off-Road და პიკაპ მოდელებს მოიცავს. გასაყიდი ჰიბრიდული მანქანები სხვადასხვა კომპლექტაციითაა წარმოდგენილი, ამიტომ უკეთესი იქნება თუ ფასსა და პირობებს ინდივიდუალურად დააზუსტებთ კომპანიის წარმომადგენელთან.

თუ H6-ის მახასიათებლები თქვენს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, აუცილებლად გაეცანით GWM-ის სხვა SUV მოდელებს. შეარჩიეთ ჩინური ჯიპები აქ მათი ზომის, დანიშნულებისა და შესაძლებლობების მიხედვით.

GWM-ის ჰიბრიდის ყიდვა პრაქტიკული არჩევანია მათთვის, ვისთვისაც ავტომობილის ტარებისას კომფორტი და თანამედროვე უსაფრთხოების სისტემები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საწვავის ოპტიმალური მოხმარება. H6 HEV საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვისაც ოჯახური SUV სჭირდება ქალაქში ხშირად სატარებლად. TANK 400 PHEV კი მათთვისაა, ვინც ქალაქგარეთაც ხშირად დადის და სჭირდება ავტომობილი, რომელიც რთულ რელიეფზეც ისევე უპრობლემოდ მოძრაობს, როგორც ქალაქის ქვაფენილზე.

მოგეწონა GWM? ჩაეწერე ტესტ დრაივზე

ტესტ დრაივის ჩაწერა

ბლოგში დაბრუნება

GWM Georgia

დატოვე შენი საკონტაქტო მონაცემები და ჩვენი გუნდი უმოკლეს დროში დაგიკავშირდება.

გმადლობთ!

თქვენი მოთხოვნა წარმატებით გაიგზავნა. მალე დაგიკავშირდებით დეტალებისთვის.