ყველაზე საინტერესო ტექნოლოგიები Great Wall Motors-ის ავტომობილებში

21 ოქტომბერი, 2026

ბეჟისფერი GWM TANK 500 თანამედროვე შენობასთან, წყლის ზედაპირზე არეკლილი

დღეს ავტომობილის არჩევისას წინდახედული მყიდველი ტექნოლოგიურ აღჭურვილობას ისეთივე მნიშვნელობას ანიჭებს, როგორც ძრავის სიმძლავრესა და საწვავის ხარჯს. როგორ რეაგირებს მანქანა შეჯახების საფრთხეზე, თუ ეხმარება სისტემა მძღოლს რთულ გზაზე და რამდენად მოსახერხებელია სალონი, დიდ გავლენას ახდენს იმაზე, რამდენად მოსახერხებელი იქნება ამ მანქანის ტარება წლების განმავლობაში.

დღეს ჩინური ავტომობილები ტექნიკური ინოვაციების, ხარისხისა და ფასის ერთ-ერთ ყველაზე კარგ ბალანსს გვთავაზობს. Great Wall Motor (GWM) დღეს ჩინეთში ერთ-ერთი წამყვანი ავტომწარმოებელია. GWM-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში 2026 წლიდან მუშაობს. ამჟამად კატალოგში წარმოდგენილია როგორც სტანდარტული შიდა წვის ავტომობილები ბენზინისა და დიზელის ძრავებით, ისე ინოვაციური ჰიბრიდული და დამუხტვადი ჰიბრიდული მოდელებიც.

ამ ბლოგში განვიხილავთ GWM-ის ტექნიკური სისტემების ყველაზე საინტერესო მახასიათებლებს.

Hi4-T: GWM-ის ჰიბრიდული ტექნოლოგია

თეთრი GWM TANK 500 სველ ქალაქის ქუჩაზე აგურის შენობის ფონზე
TANK 500 PHEV-ის Hi4-T სისტემა – 408 ცხენის ძალა და 750 ნმ ბრუნვის მომენტი

GWM-მა Hi4 ტექნოლოგია 2023 წელს წარადგინა. TANK 500 PHEV (დამუხტვად ჰიბრიდში) ჩაშენებულია მისი სპეციფიკური ვარიანტი, Hi4-T, რომელიც სპეციალურად რთულ რელიეფზეა გათვლილი. სისტემა ბენზინის ტურბოძრავასა და ელექტროძრავას უგზოობისთვის განკუთვნილ მექანიკურ სრულ ამძრავთან ერთად იყენებს. ძრავების ჯამური სიმძლავრე 408 ცხენის ძალაა, მაქსიმალური ბრუნვის მომენტი კი – 750 ნმ. მაღალი ბრუნვის მომენტი განსაკუთრებით გამოსადეგია დაბალი სიჩქარით აღმართზე ასვლისა და დაბრკოლების გადალახვისას.

იგივე ტექნოლოგიაა ჩაშენებული TANK 400 მოდელში. TANK 400-ის ბატარეის მოცულობა 37,1 კვტსთ-ია და WLTC საცდელ ციკლში მხოლოდ ელექტროენერგიით შეუძლია 110 კილომეტრამდე გაიაროს. Hi4 ტექნოლოგია საშუალებას აძლევს მძღოლს რთულ რელიეფზე ნაკლები ენერგია დახარჯოს.

HEV DHT: როგორ ამცირებს ჰიბრიდული ავტომობილის გადაცემათა სისტემა საწვავის ხარჯს?

ოქროსფერი HAVAL H6 წინიდან, შუშის პავილიონში
HAVAL H6-ის HEV DHT ჰიბრიდი გარე დამუხტვას არ საჭიროებს

HAVAL H6-ის HEV DHT სისტემა მოძრაობის პირობების მიხედვით ანაწილებს მუშაობას ბენზინის ძრავასა და ელექტროძრავას შორის. ასეთ ჰიბრიდს გარე წყაროდან დამუხტვა არ სჭირდება. H6-ის 2.0-ლიტრიანი ბენზინის ვერსია სრული ამძრავით 100 კმ-ზე 8,3 ლიტრ საწვავს მოიხმარს. 1.5-ლიტრიანი წინა ამძრავის კონფიგურაციის ჰიბრიდის მაჩვენებელი კი 5,2 ლიტრია.

ჰიბრიდში საწვავის ეკონომიას რეგენერაციული დამუხრუჭებაც უწყობს ხელს. სიჩქარის შემცირებისას სისტემა მოძრაობის ენერგიის ნაწილს ელექტროენერგიად გარდაქმნის და ელემენტში აბრუნებს.

თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ჰიბრიდის დამუხტვის სპეციფიკები მოდელების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, HAVAL H6-ის HEV დამოუკიდებლად ტენის ელემენტს, ხოლო TANK 400 PHEV-ის ელექტრული სვლის მარაგის სრულად გამოსაყენებლად გარე დამუხტვაა საჭირო. დაინტერესების შემთხვევაში, GWM-ის ჰიბრიდული მოდელები იხილეთ აქ და გაეცანით საწვავის ხარჯს, წამყვან სისტემასა და დატენვის პირობებს უფრო დეტალურად.

CRAWL CONTROL და მოტრიალების ასისტენტი

მწვანე GWM TANK 400 კლდოვან ბორცვზე ღრუბლიანი ცის ქვეშ
CRAWL CONTROL და დიფერენციალების ბლოკირება რთულ რელიეფზე მოძრაობას ამარტივებს

GWM-ის TANK მოდელებში ჩაშენებულია სპეციალური დამხმარე სისტემები რთულ რელიეფზე მოძრაობისთვის. CRAWL CONTROL დაბალ სიჩქარეზე აჩქარებასა და დამუხრუჭებას არეგულირებს, რათა მძღოლმა შეძლოს საჭეზე კონცენტრაცია. TANK 300-სა და 400-ში წინა და უკანა დიფერენციალების ბლოკირებაცაა ხელმისაწვდომი. დიფერენციალების ბლოკირება ბორბლებს შორის ძრავის ძალის გადანაწილებაში ეხმარება ავტომობილს. ამ ფუნქციით აღჭურვილი მოდელი უკეთ ინარჩუნებს ბალანსს, როცა ერთი ბორბალი ტალახში ან სრიალა ზედაპირზე მოჭიდებას კარგავს. მოტრიალების ასისტენტი კი ვიწრო მონაკვეთებში შემობრუნების რადიუსს ამცირებს.

ასეთი აღჭურვილობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ხშირად მოძრაობთ რთულ რელიეფზე, მაგალითად მთის მარშრუტებზე. GWM-ის კატალოგში შეგიძლიათ საჭირო მარშრუტის მიხედვითაც შეარჩიოთ მოდელი. TANK 400-ს 235 მმ კლირენსი (დაშორება ავტომობილის ყველაზე დაბალ წერტილსა და გზას შორის) აქვს, ხოლო TANK 500 მძღოლს 11 მართვის რეჟიმს სთავაზობს, მათ შორის ქვიანი, ქვიშიანი და თოვლიანი გზებისთვის.

Advanced Driver Assistance Systems მაქსიმალურად უსაფრთხო მოძრაობისთვის

HAVAL Jolion-ის ადაპტიური კრუიზკონტროლის ვიზუალიზაცია მაგისტრალზე
ადაპტიური კრუიზკონტროლი წინ მოძრავ ავტომობილთან დისტანციას ინარჩუნებს

Advanced Driver Assistance Systems (ADAS) ფუნქციები მძღოლს მოძრაობისას საფრთხეების ამოცნობასა და რეაგირებაში ეხმარება. HAVAL Jolion-სა და H6-ში, ასევე TANK-ის მოდელებში გვხვდება ადაპტიური კრუიზკონტროლი, ზოლის შენარჩუნების ასისტენტი და ავტომატური საგანგებო დამუხრუჭება (AEB). HAVAL H6-ის AEB, მაგალითად, ქვეითებისა და ველოსიპედისტების ამოცნობაზეცაა გათვლილი.

ადაპტიური კრუიზკონტროლი სიჩქარეს წინ მოძრავ ავტომობილთან დისტანციის შესანარჩუნებლად ცვლის, ზოლის ასისტენტი მძღოლს ტრაექტორიის შენარჩუნებაში ეხმარება, ხოლო AEB გარკვეულ პირობებში შეჯახების საფრთხეზე დამუხრუჭებით რეაგირებს. ახალი ავტომობილის არჩევისას აუცილებლად გადაამოწმეთ, ამ ფუნქციებიდან რომელია ხელმისაწვდომი კომპლექტაციაში. და გახსოვდეთ: დამხმარე სისტემა მხოლოდ დამხმარე სისტემაა. ვერცერთი მათგანი ვერ ანაცვლებს სრულად მძღოლის ყურადღებას.

360° და 540° ხედვის კამერები

GWM TANK 300-ის მულტიმედია ეკრანზე ავტომობილის ქვედა სივრცის ვირტუალური ხედი უგზოობაზე
კამერების გამოსახულებით მძღოლი ხედავს, რა ხდება ავტომობილის ქვეშ და გარშემო

360° კამერები მანქანის გარშემო სხვადასხვა კუთხიდან მიღებულ გამოსახულებებს აერთიანებს. ეს პარკირებისა და ვიწრო სივრცეში მანევრირებისას განსაკუთრებით მოსახერხებელია. მსგავსი სისტემა გვხვდება HAVAL-ის მოდელებში, POER-ის სამგზავრო ვერსიაში, TANK 300-სა და 500-ში.

TANK 400-ს კი 540° HD სისტემა აქვს. ეს სისტემა კამერების გამოსახულებებით ავტომობილის ქვედა სივრცის ვირტუალურ ხედსაც ქმნის. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მძღოლს შეუძლია უფრო ზუსტად შეაფასოს, რამდენად დაძლევს მანქანა რთულ რელიეფზე დაბრკოლებებს.

კამერების სარგებელი ავტომობილის ზომასა და გზაზეა დამოკიდებული. 360° ხედვა ქალაქში მოძრაობისას სრულიად საკმარისია. 540° სისტემა კი განსაკუთრებით გამოსადეგია თუ ხშირად გიწევთ ქალაქგარეთ გასვლა და უგზო რელიეფზე მოძრაობა.

ESP (Electronic Stability Program) და აღმართ-დაღმართზე დაძვრის ასისტენტი

სველ გზაზე მკვეთრი მანევრისას ავტომობილმა შესაძლოა მოჭიდება დაკარგოს. ასეთ დროს ელექტრონული სტაბილურობის კონტროლი (ESP) ადარებს მოძრაობის მიმართულებას მძღოლის მიერ არჩეულ მიმართულებას და, საჭიროებისამებრ, ცალკეულ ბორბლებს ამუხრუჭებს კურსის კორექტირებისთვის. სისტემა გათვლილია შეამციროს მოცურების რისკი და მძღოლს გაუადვილოს კონტროლის შენარჩუნება.

აღმართზე დაძვრის ასისტენტი აკავებს ავტომობილის უკან დაგორებას, დაღმართზე მოძრაობის კონტროლი კი მძღოლს ციცაბო გზაზე სიჩქარის რეგულირებაში ეხმარება.

ციფრული ეკრანები და Head-Up Display

GWM TANK 500-ის ცენტრალური სენსორული ეკრანი აპლიკაციების მენიუთი
სენსორულ ეკრანზე Apple CarPlay და Android Auto ფუნქციებია ხელმისაწვდომი

GWM-ის მოდელების სენსორული ეკრანებიდან შესაძლებელია Apple CarPlay და Android Auto ფუნქციების გამოყენება. მძღოლს შეუძლია სმარტფონის ნავიგაცია, მუსიკისა და სხვა თავსებადი აპლიკაციების პირდაპირ ავტომობილის ეკრანზე გამოტანა. ზოგიერთ მოდელში Head-Up Display საქარე მინაზე აჩვენებს სიჩქარესა და სხვა მნიშვნელოვან მონაცემებს.

ეკრანთან ერთად საყურადღებოა ღილაკების განლაგება და მძღოლის ადგილიდან ინფორმაციის წაკითხვის მოხერხებულობაც, უსადენო დამტენი და სავარძლების გათბობა თუ ვენტილაცია. თუ კონკრეტული მოდელისა თუ კომპლექტაციის დეტალები გაინტერესებთ, შეგიძლიათ ეწვიოთ GWM Georgia-ს ავტო ცენტრს თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის 244 ნომერში და დამატებით გაესაუბროთ წარმომადგენელს.

ახალი ჩინური ავტომობილის არჩევისას გაითვალისწინეთ, როგორ გზებზე ატარებთ ყველაზე ხშირად. ქალაქში, როგორც წესი, პრიორიტეტულია საწვავის ეკონომიური წვა და მულტიმედია, რთულ რელიეფზე რეგულარული მოძრაობისას კი სრული ამძრავი, ESP და აღმართ-დაღმართზე სტაბილურობა.

GWM-ის ქართული წარმომადგენლობა საშუალებას გაძლევთ თქვენთვის საინტერესო მოდელი პრაქტიკაშიც გამოცადოთ. ამისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე ან პირდაპირ ვებსაიტიდან დაჯავშნეთ დრაივ ტესტი. პრაქტიკული გამოცდილების შემდეგ უფრო ზუსტი წარმოდგენა გექნებათ იმაზე, რამდენად შეეფერება თქვენს ყოველდღიურობას კონკრეტული მოდელი და რამდენად გამოიყენებთ მის მთავარ ტექნოლოგიებს.

ოფიციალურ დილერთან შეძენის შემთხვევაში მიიღებთ ორიგინალ მწარმოებლის გარანტიას. HAVAL-ის,TANK-ისა და POER-ს სტანდარტულ და ჰიბრიდულ მოდელებზე მოქმედებს 7-წლიანი ან 200 000 კმ-იანი გარანტია, იმის მიხედვით, რომელი დადგება უფრო ადრე. ხოლო ელექტრომობილებზე – 8-წლიანი ან 150 000 კმ-იანი. შეძენამდე ოფიციალურ წარმომადგენლობასთან დააზუსტეთ, რა სახის მომსახურებას ფარავს კონკრეტული პირობები.

მოგეწონა GWM? ჩაეწერე ტესტ დრაივზე

ტესტ დრაივის ჩაწერა

← ბლოგში დაბრუნება

GWM Georgia

დატოვე შენი საკონტაქტო მონაცემები და ჩვენი გუნდი უმოკლეს დროში დაგიკავშირდება.

გმადლობთ!

თქვენი მოთხოვნა წარმატებით გაიგზავნა. მალე დაგიკავშირდებით დეტალებისთვის.