GWM POER · Passenger / Commercial
ჩინური პიკაპები
თანამედროვე ჩინური პიკაპები მაღალი ხარისხის, გამძლე მსუბუქი სატვირთო ავტომობილია, რომელიც მძღოლს სთავაზობს დიდ სივრცეს, ტევად სატვირთო ნაწილსა და რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის საჭირო ყველა შესაძლებლობას.
პიკაპი პრაქტიკული არჩევანია მათთვის, ვისაც ავტომობილი რეგულარულად სჭირდება დიდი ტვირთის გადატანისთვის, ბუქსირისთვის ან ხშირად უწევს რთულ რელიეფზე გადაადგილება. მოდელის შეფასებისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ტვირთამწეობა, წევის შესაძლებლობა, წამყვანი სისტემა და მულტიმედია აღჭურვილობა.

როდის არის პიკაპი პრაქტიკული არჩევანი?
პიკაპები განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვისაც ხშირად უწევს სამუშაო ინვენტარის, ტექნიკისა თუ სხვა ტვირთის გადატანა. განსაკუთრებით, თუ ძირითადად რთულ რელიეფზე ან დაზიანებულ გზაზე მოძრაობს.
თუ მაღალი ტვირთამწეობა და ღია სატვირთო სივრცე თქვენთვის აუცილებელი არ არის, გაეცანით სხვა ეკონომიურ ავტომობილებს gwm.ge-ზე. ვისაც უბრალოდ მაღალი გამავლობის მანქანა სჭირდება, მათთვის შესაძლოა TANK-ის ხაზის რომელიმე მოდელი უკეთესი არჩევანი იყოს.
პიკაპის მთავარი დანიშნულება კი სამუშაო და სამგზავრო ფუნქციების ერთ ავტომობილში კომფორტულად გაერთიანებაა.
სამუშაო ინვენტარის, ტექნიკისა თუ სხვა ტვირთის გადატანა
მისაბმელის წევა
რთულ რელიეფზე ან დაზიანებულ გზაზე მოძრაობა
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება პიკაპის არჩევისას?
არ არსებობს ერთი, უნივერსალურად საუკეთესო პიკაპი, რომელიც ყველა მძღოლისთვის იდეალური არჩევანი იქნება. თუ ავტომობილი ძირითადად მძიმე ტვირთის გადასატანად გჭირდებათ, მთავარია ტვირთამწეობა და მისაბმელის წევა.
თუ გზაზე, განსაკუთრებით რთულ რელიეფზე, დიდ დროს ატარებთ, პირველ რიგში ტრანსმისია, უსაფრთხოების სისტემები და დამხმარე ტექნოლოგიები უნდა შეამოწმოთ. ამიტომ პიკაპის ფასი ყოველთვის შესაძლებლობებთან ერთად უნდა შეფასდეს.
მნიშვნელოვანია ახალი ავტომობილების ერთმანეთთან საფუძვლიანად შედარება, სანამ მოდელს აარჩევთ. პირველ რიგში კარგად განსაზღვრეთ, რა დატვირთვას, გზას და ინტენსივობას უნდა გაუმკლავდეს მანქანა და დააზუსტეთ თითოეული მახასიათებლის ოპტიმალური მაჩვენებელი. ხოლო შემდეგ უკვე ინდივიდუალურად შეაფასეთ, რამდენად ერგება არჩეული მოდელი პრიორიტეტულ პარამეტრებს.
- ტვირთამწეობა
- მისაბმელის წევა
- ტრანსმისია
- უსაფრთხოების სისტემები
- დამხმარე ტექნოლოგიები
- პიკაპის ფასი
თანამედროვე ჩინური პიკაპი GWM POER აბალანსებს სამუშაოსა და ყოველდღიურ გამოყენებას
ამჟამად GWM Georgia-ში იყიდება პიკაპი POER. ავტომობილი წარმოდგენილია ორი კომპლექტაციით: Passenger და Commercial. ორივეს აქვს 2.0-ლიტრიანი დიზელის ძრავა, 162 ცხ.ძ., 400 ნმ ბრუნვის მომენტი და 4WD. მისაბმელის წევის შესაძლებლობა 3,000 კგ-მდეა, ტვირთამწეობა კი კომპლექტაციის მიხედვით 1,050 კგ-მდე აღწევს.
ეს მნიშვნელოვანია: Commercial შედარებით მარტივი, სამუშაოზე ორიენტირებული კონფიგურაციაა, ხოლო Passenger დამატებით Standard, Eco და Sport რეჟიმებსაც გვთავაზობს. გაითვალისწინეთ, რომ POER GWM-ის შიდა წვის მოდელების კატეგორიაშია.
ზოგი მომხმარებელი Eco რეჟიმის გამო Passenger კომპლექტაციას ჰიბრიდულად მიიჩნევს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ყველა POER დიზელზე მუშაობს. თუ ეკომეგობრულობა და ბენზინის ეკონომიური წვა თქვენთვის გადამწყვეტი მახასიათებლებია, ჯობს გაეცნოთ GWM-ის ჰიბრიდულ მოდელებს, სადაც შესაძლოა თქვენი მოთხოვნების შესაბამისი ალტერნატივა იპოვოთ.
POER-ის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები
| მახასიათებელი | Passenger | Commercial |
|---|---|---|
| ძრავა | 2.0 ლ დიზელი | 2.0 ლ დიზელი |
| სიმძლავრე | 162 ცხ.ძ. | 162 ცხ.ძ. |
| ბრუნვის მომენტი | 400 ნმ | 400 ნმ |
| წამყვანი | 4WD | 4WD |
| ტრანსმისია | 8-საფეხურიანი ZF ავტომატური | 6-საფეხურიანი მექანიკური |
| ტვირთამწეობა | 1050 კგ-მდე | 1050 კგ |
| მისაბმელის წევა | 3000 კგ-მდე | 3000 კგ-მდე |
| გარანტია | 3 წელი | 3 წელი |

რომელი ჯობს შევიძინო, Passenger თუ Commercial?
სრულად დამოკიდებულია იმაზე, რა მიზნებისთვის და როგორ გარემოში აპირებთ თქვენი ახალი პიკაპის გამოყენებას.
Passenger მეტ კომფორტსა და მძღოლის დამხმარე ტექნოლოგიებს აერთიანებს. Commercial კი უფრო მინიმალისტური, ძირითადად სამუშაოზე ორიენტირებული კომპლექტაციაა.
Passenger საინტერესო იქნება მათთვისაც, ვისაც პიკაპის ჯიპისთვის სახასიათო პრაქტიკული ასპექტები შედარებით იშვიათად სჭირდება და ქალაქშიც ხშირად დადის. ამ ტიპის კონფიგურაციაში მგზავრების კომფორტსაც დიდი ყურადღება ეთმობა და ყოველდღიური გამოყენებისთვის საჭირო თანამედროვე სისტემებიცაა ინტეგრირებული.
თუ ღია სატვირთო სივრცე იშვიათად გჭირდებათ, შესაძლოა თქვენთვის უფრო მოხერხებული ალტერნატივა იყოს GWM-ის სხვა ჩინური ჯიპები. მაგალითად, TANK-ის სერიაში წარმოდგენილია რამდენიმე კონფიგურაციის მაღალი გამავლობისა და ტვირთამწეობის SUV.
გაითვალისწინეთ, რომ TANK სერია რეგულარულ სამუშაო დატვირთვისთვის განკუთვნილი არაა, ხოლო POER კი პირველ რიგში სწორედ სატვირთო ავტომობილია. ამიტომ, საბოლოო არჩევანის გაკეთებამდე, აუცილებლად შეადარეთ ერთმანეთს ყველა მოდელის ტექნიკური მახასიათებლებები - თუ განსაკუთრებით მაღალი ტვირთამწეობა და ბუქსირის ძალა გჭირდებათ, შესაძლოა TANK-ის ყველაზე მძლავრი მოდელიც კი არ იყოს საკმარისი.
დამატებით ინფორმაციას POER-ზე თუ GWM-ის სხვა მოდელებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ბლოგში ავტომობილების შესახებ.
POER-ის კონფიგურაციებს შორის ძირითადი განსხვავებები
| Passenger | Commercial | ორივე კომპლექტაციაში |
|---|---|---|
| 360° ხედვის კამერა | უკანა კამერა დინამიკური ხაზებით | სტაბილურობისა და მოჭიდების მართვის სისტემები |
| ADAS სისტემები | პარკირების სენსორები | აღმართზე დაძვრის დახმარება |
| ადაპტიური კრუიზ კონტროლი | წინა ბრმა ზონის კამერა | დაღმართზე ჩამოსვლის დახმარება |
| ავტომატური საგანგებო დამუხრუჭება | კრუიზ კონტროლი | Brake Assist |
POER პიკაპის ფასი და შეძენის პირობები
POER პიკაპის ფასები განსხვავდება კომპლექტაციების მიხედვით. უმჯობესი იქნება პირდაპირ დაუკავშირდეთ GWM-ის ქართულ წარმომადგენლობას და დააზუსტოთ მიმდინარე შეთავაზება. ამჟამად პიკაპის ყიდვა შესაძლებელია როგორც თანხის ერთიანად დაფარვით, ისე ლიზინგით, განვადებით, Trade-In და BuyBack პროგრამებით. POER-ზე 3-წლიანი ქარხნული გარანტია მოქმედებს.
POER შეიქმნა მათთვის, ვისთვისაც ავტომობილი არა მხოლოდ გადასაადგილებელი საშუალება, არამედ სამუშაო აღჭურვილობაა. თუ ხშირად გჭირდებათ დიდი ტვირთის გადატანა, მისაბმელის გამოყენება და რთულ რელიეფზე გადაადგილება, POER ყოველთვის პრაქტიკული არჩევანი იქნება.
