დღეს სულ უფრო მეტი მძღოლი ეძებს “გამძლე ავტომობილს”, მაგრამ უჭირს ზუსტად დაასაბუთოს რას გულისხმობს. ხშირად მძღოლი ინდივიდუალურად წყვეტს, რა არის გამძლე მანქანის სტანდარტი: დიდი ძრავი, მაღალი სისწრაფე, მასიური კორპუსი ან სულაც 4×4 სისტემა. არადა, ძლიერი ავტომობილი ავტომატურად გამძლეს არ ნიშნავს. მაგალითად, მაღალი ცხენის ძალა აჩქარებისა და სისწრაფის კარგი მაჩვენებელია, მაგრამ ვერ გვეტყვის, რა დატვირთვას უძლებს მანქანა, როგორ რელიეფზე მოძრაობს და თუ არის გათვლილი მრავალწლიან ექსპლუატაციაზე.
დღეისთვის ავტომობილის გამძლეობის შეფასების ერთი უნივერსალური საერთაშორისო სტანდარტი არ არსებობს. თუმცა გამოცდილმა მძღოლებმა იციან, რომ კონკრეტული გაზომვადი მახასიათებლებისა და მათი ერთობლიობის საფუძველზე შესაძლებელია მანქანის ხარისხი და გამძლეობა მეტ-ნაკლებად ობიექტურად შეფასდეს.
ამ ბლოგში ამ მონაცემებს დეტალურად განვიხილავთ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეძლებთ ავტომობილის გამძლეობის დამოუკიდებლად შეფასებას, მათ შორის gwm.ge მოდელების შემთხვევაში.
რას ნიშნავს “გამძლე ავტომობილი” რეალურად?
„ძლიერი“, „გამძლე“, „საიმედო“ და „ხარისხიანი“ ავტომობილი ერთი და იგივე ცნებები არ არის. სიმძლავრე პირველ რიგში ძრავის შესაძლებლობას აღწერს, ხარისხი – კონსტრუქცისას გამოყენებულ მასალებს, მართვასა და ტექნოლოგიებს, და ა.შ.
გამძლეობა პირველ რიგში ნიშნავს, რომ ავტომობილი სრულად მზადაა იმ დატვირთვისა და გარემოსთვის, რასაც აღწერა გვპირდება. რამდენად გამძლეა ავტომობილი დღეს მთელი რიგი კრიტერიუმებით ფასდება: ტვირთამწეობა, ბუქსირება, ძრავისა და ტრანსმისიის შესაბამისობა, გამავლობა, უსაფრთხოების ტექნოლოგიები, დამოუკიდებელი უსაფრთხოების ტესტების შედეგები და ა.შ.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ მართალია ერთიანი სტანდარტი, როგორც ასეთი, არ არსებობს, მაგრამ მზარდი საექსპორტო ბაზრის პირობებში საბაზისო მაჩვენებლები ასე თუ ისე მაინც ჩამოყალიბდა. მაგალითად, რამდენად გამძლეა ჩინური ავტომობილები საერთაშორისო მაჩვენებლებით იზომება, ისევე, როგორც გერმანული, ამერიკული თუ იაპონური წარმოება. ავტომობილი საერთაშორისო ბაზარზე მხოლოდ ამ სტანდარტების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ ხვდება.
რა ტვირთამწეობასა და ბუქსირებაზე უნდა იყოს გათვლილი გამძლე ავტომობილი?

არ არსებობს მინიმალური ტვირთამწეობა, რომელიც ავტომობილს ავტომატურად მიანიჭებდა “გამძლე” სტატუსს. მაგრამ საბაზრო სიტუაციის მიხედვით შეგვიძლია მეტ-ნაკლებად განვსაზღვროთ საშუალო მაჩვენებელი. მაგალითად, თანამედროვე 4×4 პიკაპებში დაახლოებით 1 ტონა ტვირთამწეობა და 3+ ტონა ბუქსირების შესაძლებლობა კარგ ინდიკატორად ითვლება.
ეს მონაცემები მხოლოდ ძრავაზე დაყრდნობით არ ფასდება. SAE International-ის J2807 მეთოდოლოგია ბუქსირების (towing capacity) შესაძლებლობას ავტომობილის მთლიან მუშაობას უკავშირებს. გასათვალისწინებელია აჩქარება, აღმართზე მოძრაობა, მართვადობა და სხვა დატვირთვები. შესაბამისად, ბუქსირების მაღალი შესაძლებლობა ნიშნავს, რომ დატვირთვას საიმედოდ უძლებს არა მხოლოდ ძრავი, არამედ ტრანსმისია, მუხრუჭები, გაგრილება და კონსტრუქცია.
GWM-ის კატალოგში წარმოდგენილი POER ამ სტანდარტების კარგი რეალისტური მაგალითია. ეს თანამედროვე ჩინური პიკაპი გვთავაზობს დაახლოებით 1,050 კგ-მდე ტვირთამწეობასა და 3,000 კგ ბუქსირების შესაძლებლობას. ამავე დროს მოდელი იყენებს 4WD სისტემას და ავითარებს 400 ნმ ბრუნვის მომენტს. ეს მონაცემები გაცილებით მეტს გვეუბნება სამუშაო შესაძლებლობებზე, ვიდრე ავტომობილის დიდი ზომა თუ შთამბეჭდავი ვიზუალი.
ძრავი და ტრანსმისია: რა მინიმალური მაჩვენებელი უნდა ჰქონდეს გამძლე ავტომობილს?

ცხენის ძალას მნიშვნელობა აქვს, თუმცა გამძლეობის პირდაპირი საზომი არ არის. მძიმე SUV-სა და პიკაპში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრუნვის მომენტი (torque). ბრუნვის მომენტი განსაზღვრავს, რამდენად მძლავრად შეუძლია ავტომობილს ბორბლების მობრუნება. ის განსაზღვრავს, რამდენად უპრობლემოდ იძვრის მანქანა ადგილიდან და მარტივად ძლევს წინაღობებს (მაგ. აღმართზე თუ რთულ რელიეფზე მოძრაობისას).
თანამედროვე მაღალი გამავლობის 4×4 მოდელებში საშუალო ოპტიმალურ ბრუნვის მომენტად 350–400 ნიუტონ-მეტრი ითვლება, თუმცა ოფიციალური „გამძლეობის მინიმუმი“ არც აქ არსებობს. მნიშვნელოვანია ისიც, რა ბრუნზე მიიღწევა ბრუნვის მომენტი, რამდენად თანხვედრაშია მასთან გადაცემათა კოლოფი და როგორ გადააქვს ამძრავ სისტემას ძალა ბორბლებზე.
რთულ სამოძრაო პირობებში მნიშვნელოვანია სისტემები, რომლებიც დაბალი მოჭიდებისას ძალას ეფექტურად ანაწილებს. ამგვარი ავტომობილის კარგი მაგალითია GWM-ის Tank 300. სტანდარტული, ბენზინის, მოდელი 380 ნმ ბრუნვის მომენტს ავითარებს და 8-საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს იყენებს. ჰიბრიდულ ვერსიას კი თითქმის ორჯერ უფრო მაღალი (648 ნმ) ბრუნვის მომენტი აქვს და 9-საფეხურიან ჰიბრიდულ ავტომატურ ტრანსმისიას იყენებს. ორივე შემთხვევაში ავტომობილს აქვს სრულამძრავიანი სისტემა, წინა და უკანა დიფერენციალის ელექტრო საკეტები და Crawl Control.
რა მინიმალური შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს გამძლე ავტომობილს რთულ რელიეფზე?

რამდენად მაღალია ავტომობილის გამავლობა ფასდება საკმაოდ გრძელი სიით: კლირენსი (მანძილი ავტომობილის ყველაზე დაბალ წერტილსა და გზას შორის), ავტომობილის გეომეტრია, დიფერენციალების მართვა, დაბალ სიჩქარეზე მოძრაობის რეჟიმები, ქვედა ნაწილის დაცვა და წყლის გადალახვის სიღრმეც კი.
მაღალი გამავლობის SUV-ებისა და პიკაპებისთვის ოპტიმალურ საშუალო მაჩვენებლად დაახლოებით 220+ მმ კლირენსი ითვლება. მსგავსი დაშორება, როგორც წესი, საკმარისია ავტომობილის ქვედა ნაწილი გზის ზედაპირს არ შეეხოს, მათ შორის უსწორმასწორო რელიეფზეც.
გასათვალისწინებელია შემოსვლისა და გასვლის კუთხეებიც და ე.წ. breakover angle, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად მაღალი ქედის გადალახვა შეუძლია მანქანას ისე, რომ შუა ნაწილი ზედაპირს არ შეეხოს.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ჰიბრიდული მოდელები უკვე საკმაოდ ახლოსაა კლასიკურ მოდელებთან. მაგალითისთვის, TANK 400 PHEV-ს 235 მმ კლირენსი აქვს. მოდელს შეუძლია 800 მმ-მდე წყლის დაბრკოლების გადალახვა. ასევე აღჭურვილია წინა და უკანა დიფერენციალის ბლოკირებებითა და Crawl Control. თუ ეძებთ გამძლე და ხარისხიან ავტომობილს თანამედროვე სისტემებითა და ეკონომიური წვით, GWM-ის ჰიბრიდული მოდელები იხილეთ აქ. მაღალია ალბათობა, რომ რომელიმე მათგანი სრულ თანხვედრაში იქნება თქვენს მოთხოვნებთან.
როგორ ფასდება ავტომობილის უსაფრთხოება დამოუკიდებელ ტესტებში?

მტკიცე კონსტრუქცია უკვე აღარაა საკმარისი იმის შესაფასებლად, რამდენად ხარისხიანია ავტომობილი. დღეს მნიშვნელოვანია, რამდენად ამცირებს ავტომობილი ავარიის შანსებს და რამდენად დაცულია მგზავრი შეჯახების შემთხვევაში. ერთ-ერთი ყველაზე სანდო მაჩვენებლად, ამ კუთხით, დამოუკიდებელი Euro NCAP ან ANCAP შეფასება ითვლება.
ამ სისტემებში მაქსიმალური 5-ვარსკვლავიანი შედეგი ნიშნავს, რომ ავტომობილმა კონკრეტული წლის პროტოკოლით დადგენილი ზღვარი გადალახა რამდენიმე მიმართულებით. მაგალითად, GWM TANK 300-ის ANCAP შეფასება 5 ვარსკვლავია: ზრდასრულ მგზავრთა დაცვა შეფასდა 88%-ით, ბავშვთა დაცვა 89%-ით, დაუცველი საგზაო მომხმარებლების დაცვა 81%-ით, ხოლო Safety Assist 85%-ით.
რა ტექნოლოგიებით უნდა იყოს აღჭურვილი ხარისხიანი ავტომობილი?
თანამედროვე ავტომობილში უკვე ათობით ელექტრონული სისტემა შენდება. მათ შორის კამერები, სენსორები, მულტიმედია და მძღოლის დამხმარე სისტემები. მექანიკური გამართულობა უკვე ვეღარაფერს გვეუბნება მანქანის საიმედოობაზე, თუ ელექტრონულ ფუნქციებზე არ გვაქვს სრული ინფორმაცია.
დამხმარე სისტემების მნიშვნელობა კარგად აჩვენა J.D. Power-ის 2026 U.S. Vehicle Dependability Study. კვლევამ მაქსიმალურად კომპლექსურად შეაფასა ავტომობილის საიმედოობა, როგორც ძრავისა და ტრანსმისიის მუშაობით, ისე მულტიმედიური სისტემების, მძღოლის დამხმარე ფუნქციების, ეკრანების, მართვის ელემენტების, კლიმატური სისტემებისა და სხვა კომპონენტების მდგომარეობით ავტომობილის ექსპლუატაციის სამი წლის შემდეგ. ამ კვლევის მიხედვით, 2026 წელს ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელი ყოველ 100 ავტომობილზე 204 პრობლემა იყო. ყველაზე მეტი პრობლემა მულტიმედიურ სისტემებთან დაფიქსირდა – 56.7 ყოველ 100 ავტომობილზე. ეს კარგად აჩვენებს, რომ რამდენად “გამძლეა” თანამედროვე ავტომობილი უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მექანიკური კუთხით, არამედ ელექტრონული და პროგრამული სისტემების სტაბილურობითაც.
GWM-ის გამძლე ავტომობილების შეფასება

POER
- დატვირთვა
- 1,050 კგ-მდე ტვირთამწეობა, 3,000 კგ ბუქსირება, 400 ნმ
- რთული რელიეფი
- 4WD, 227–232 მმ კლირენსი
- უსაფრთხოების სისტემები
- ACC, FCW, AEB, LDW, LKA, ELK, ბრმა ზონის მონიტორინგი, ზოლის შეცვლის ასისტენტი, 360° ხედვის სისტემა და ა.შ.
TANK 300
- დატვირთვა
- 380 ნმ ბენზინი / 648 ნმ ჰიბრიდი
- რთული რელიეფი
- 224 მმ კლირენსი, დიფერენციალის საკეტები, Crawl Control
- უსაფრთხოების სისტემები
- ACC, AEB, FCW, LDW, LKA, LCK, ELK, საგზაო ნიშნების ამოცნობა, აღმართზე დაძვრისა და დაღმართზე დაშვების კონტროლი, 360° ხედვის სისტემა და ა.შ.
TANK 400 PHEV
- დატვირთვა
- 750 ნმ
- რთული რელიეფი
- 235 მმ კლირენსი, 800 მმ-მდე წყლის გადალახვა, დიფერენციალის ბლოკირებები
- უსაფრთხოების სისტემები
- ACC+, LKA, Highway Assist, Traffic Jam Assist, AEB ქვეითის ამოცნობით, LDW, ბრმა ზონის მონიტორინგი და ა.შ.
TANK 500
- დატვირთვა
- 4WD, ICE და ჰიბრიდული ვერსიები
- რთული რელიეფი
- 224 მმ-მდე კლირენსი, Crawl Mode, მრავალრელიეფური რეჟიმები
- უსაფრთხოების სისტემები
- ACC, ICA, TJA, LDW, LKA, LCK, ELK, Smart Dodge, FCW, AEB, ზოლის შეცვლის ასისტენტი, საგზაო ნიშნების ამოცნობა, 360° ხედვის სისტემა და ა.შ.
თუ გამძლე ჩინური ავტომობილის შერჩევა გსურთ, ჩვენს საიტზე შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ თითოეული მოდელის ტექნიკურ მახასიათებლებს. ასევე შეგიძლიათ გვეწვიოთ ავტო ცენტრში, გაესაუბროთ GWM-ის წარმომადგენელს და დაჯავშნოთ ტესტ დრაივი, არჩეული მოდელის გზაზე გამოსაცდელად.
იმის გამო, რომ ერთიანი სტანდარტიზებული სისტემა არ არსებობს, ავტომობილის გამძლეობის შესაფასებლად ყველაზე პრაქტიკული მიდგომა იქნება ხუთი მთავარი მახასიათებლის შედარება: ტვირთამწეობა, ძრავისა და ტრანსმისიის მუშაობა, რთულ რელიეფზე უპრობლემოდ მოძრაობა, ელექტრონული სისტემების საიმედოობა და თუ შეფასდა კონკრეტული კომპლექტაცია დამოუკიდებელი ტესტით.